ბაყაყი (ლათ. Rana), უკუდო ამფიბიების გვარი ბაყაყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. |
ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე ნიდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. |
არწივი (ლათ. Aquila) — ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. |
ფლამინგო – ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა. |
ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. |
ბუსნაირნი (ლათ. Strigiformes) — ფრინველთა რიგი. ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). |
ზღარბისებრნი (ლათ. Erinaceidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. |
მაჩვი (ლათ. Meles meles) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. . |
ტყის კატა (Felis silvestris), მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. |
კატა (Felis) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. |