11:02 PM მკვდარი ზღვა | |
ფართობი 810 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან — 423 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7%). აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სააპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი. ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია. მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს. ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე არსებობდა ორი ქალაქი: სოდომი და გომორი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |