პარასკევი, 2024-05-17, 10:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 10 » ზვიგენი
4:45 PM
ზვიგენი

აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.

ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს.

 


 

ნანახია: 642 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar