მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. |
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. |
წითელი ზღვა (ვარაუდობენ, რომ სახელი ეწოდა ზღვაში მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ), მდებარეობს ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის.
|
ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.
|
წყნარი ოკეანე (ლათ. Mare Pacificum, „მშვიდი ზღვა“, დაარქვა პორტუგალიელმა მკვლევარმა ფერნანდო მაგელანმა) — მსოფლიოს უდიდესი წყლის რეზერვუარი. |
შავი ზღვა (ბერძნ. Μαύρη Θάλασσα; ბულგ. Черно море; რუმ. Marea Neagră; რუს. Чёрное море; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) — ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვა ევროპასა და მცირე აზიას შორის. |
მარჯნის პოლიპები ოკეანის დონის ზევით კუნძულებივით გამოჩნდება ხოლმე მიქცევის დროს.
|
მარჯნის რიფი (ინგლ. Coral reef) — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. |
დელფინები (ლათ. Delphininae) — ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. |
ნიანგები (ლათ. Crocodilia) — ქვეწარმავალთა რიგი. |