12:15 PM ბუ | |
აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 7: რუხი ბუ, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ყურებიანი ბუ), ბაიყუში (ჭაობის ბუ), ბუკიოტი, ბუკნაჭოტი. ბუსნაირთა ნამარხი ფორმები ცნობილია ეოცენიდან, თანამედროვე გვარების წარმომადგენლები ნაპოვნია ოლიგოცენში. ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს", რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს. ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ. კისერი 14 მალისაგან შედგება, გულმკერდის მალები თავისუფლად ბოლოვდება და "მკერდის" ძვალს არ ქმნის. ტროპი კარგადაა გამოხატული. აქვთ მოქმედი ბრმა ნაწლავი, კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოდ 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |