ხუთშაბათი, 2024-04-25, 2:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 13 » ჭიამაია
11:58 AM
ჭიამაია

კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევთ. მათი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. ხოჭოები და მატლები მტაცებლები არიან. იკვებებიან ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მტაცებელი სახეობები სასარგებლოა, ზოგი მცენარეჭამია კი — მავნებელი. მტაცებელ ჭიამაიასებრნს იყენებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება. ყოფილ სსრკ-ში ბუგრებთან საბრძოლველად ჭიამაიასებრთა ადგილობრივ სახეობებსაც იყენებენ.

 


 

ნანახია: 598 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar