ოთხშაბათი, 2024-12-18, 5:07 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 11 » ჭიანჭველა
5:07 PM
ჭიანჭველა

ცხოვრობენ რთულ ბუდეებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ ბუდეს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.

ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა „სანიტრის“ როლს ასრულებს — იკვებება მატლებით, მკვდარი მწერებით. ისეთ სახეობებს კი, რომლებიც მცენარეებით, ნაყოფით და კენკრით იკვებებიან, ზიანი მოაქვთ. ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა ლანცეტისებრი ორპირას დამატებითი შუალედური მასპინძელია, ზოგი კი ბუგრების, ფსილების, ჭიჭინობელების, ცრუფარიანების თანამგზავრია და მათი ტკბილი ექსკრემენტით იკვებება, იცავს მათ მტრებისაგან, ამით კი ხელს უწყობს მათ გავრცელებას და არაპირდაპირი გზით ზიანს აყენებს ტყეებსა და ბაღებს.

ტყისა და ველის ბიოცენოზში ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. მსოფლიოში ცნობილია ჭიანჭველასებრთა 7000 მ-მდე სახეობა, საქართველოში 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.

 


 

ნანახია: 666 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar