3:32 PM ენოტი | |
პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება წითელი პანდა და ბამბუკის დათვი, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი, ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი (Procyon lotor), რომელიც გავრცელებულია მექსიკასა და აშშ_შ. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქარტველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |