ხუთშაბათი, 2024-11-21, 1:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » გარეული ღორი (ტახი)
1:54 PM
გარეული ღორი (ტახი)

მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდორში — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ ფრიკაში, ევროპასა და აზიაშ. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრნელებთა. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია. 

ნანახია: 703 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar