4:25 PM კოდალა | |
უპირატესობას ანიჭებს დატბორილ ადგილებს. ბუდობს ჯგუფებად, წლის დანარჩენ დროს ცხოვრების მარტოხელა რითმს მისდევს. იკვებება მწერებით. დამახასიათებელია მსხვილი თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 21-24 სმ, ფრთების შლილი 33-37 სმ. წონა 50-90 გრამი. გვხვდება ევრაზიაში, სკანდინავიიდან და ცენტრალური ევროპიდან დაწყებული კამჩატკის, სახალინის, ჰოკაიდოსა და კორეის ნახევარკუნძულამდე დამთავრებული. ევროპის ცენტრალურ რაიონებში სპორადულადაა გავრცელებული და მაღალმთიან ადგილებში გვხვდება. მცირე პოპულაცია აღრიცხულია საფრანგეთის ალპებსა და გერმანიის დასავლეთით. საბერძნეთში, მაკედონიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ლატვიასა და ლიტვაში მეტად იშვიათად ბუდობს. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა პოლონეთში; გავრცელების არეალის ძირითადი მონაკვეთია რუსეთი, სკანდინავია, მათ შორის ფინეთი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადის ზღვის დონიდან 650-1900 მ სიმაღლეზე, მონღოლეთში რეგისტრირებულია ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე, ხოლო ტიბეტის მთებში 3300-4000 მ სიმაღლეზე.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |