9:15 PM კივი (ფრინველი) | |
წონა 0,4—4 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ნისკარტი, ნისკარტის ფუძესთან დიდინესტოები, ფაფუკი ბუმბული, 4-თითიანი ფეხები (უკანა თითი რუდიმენტურია). ჩონჩხი არაპნევმატურია, ლავიწი არა აქვთ. კივისნაირნი მორუხო-მურა ფერისანი არიან. საჭის ბუმბულები არ გააჩნიათ. აქვთ კარგად განვითარებული სმენა და ყნოსვა. ბინადრობენ ნესტიან, უღრან ტყეებში. ცხოვრობენ წყვილებად (მონოგანურნი არიან). მრავლდებიან წელიწადში 2-ჯერ. დედალი დებს 1 (მეტად იშვიათად 2) კვერცხს. კრუხობს მამალი 75—77 დღის განმავლობაში. იკვებებიან ჭიებით, მწერებით. მათი ჭუპრებითა და მატლებით. სქესმწიფობას აღწევენ 3—5 წლისა. ამოწყდომის გზაზე მდგარი ფორმებია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |