ოთხშაბათი, 2025-07-09, 12:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 10 » მაჩვი
12:10 PM
მაჩვი

გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Meles meles casicus)


 

ნანახია: 685 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar