ხუთშაბათი, 2024-11-21, 9:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 11 » მარჯნის რიფი
5:41 PM
მარჯნის რიფი

იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში. მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება.

რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში და ასევე წითელ ზღვაში. მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან. უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია), დასავლეთ ატლანტის ბელიზის ბარიერული რიფების სიტემა, მადაგასკართან ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები ფიჯისა და ახალი კალედონიის კუნძულებთან. ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო დიდი ბარიერული რიფი სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის ლაგუნაა.

 


 

ნანახია: 710 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar