ხუთშაბათი, 2024-11-21, 9:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 11 » მერცხალი
3:11 PM
მერცხალი

მათი სხეულის სიგრძე 10-23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 7 სახეობა, რომლებიც ზამთრობენ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობუდარი გადამფრენია: ქალაქის მერცხალი (Delichon urbica), სოფლის მერცხალი (Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (Riparia riparia), მთის მერცხალი (Ptyonoprogne rupestris), წელწითურა მერცხალი (Hirundo daurica). მერცხლისებრთა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მერცხლისებრნი იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ 1 სახეობა ჭამს ღვიის კენკრას.


 



 

ნანახია: 744 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar