სამშაბათ, 2024-04-16, 9:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 12 » მკვდარი ზღვა
11:02 PM
მკვდარი ზღვა

ფართობი 810 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან — 423 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სააპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი. ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე არსებობდა ორი ქალაქი: სოდომი და გომორი.


 

ნანახია: 618 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar