ხუთშაბათი, 2024-12-12, 0:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 10 » ტყის კატა
12:08 PM
ტყის კატა

სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — მოლდოვაში, კარპატებში, კავკასიაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ირმისა და შვლის ნუკრს. მაკეობა 63 დღეღამემდე გრძელდება. შობს 3-4 კნუტს. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ტყის კატის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ტყის კატა (Felis silvestris caucasicus).

 


 

ნანახია: 617 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar