ხუთშაბათი, 2024-04-25, 4:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 12 » წყნარი ოკეანე
9:30 PM
წყნარი ოკეანე

ის მოიცავს დედამიწის ზედაპირის მესამედს, საერთო ფართობით 179,7 მილიონი კმ²; ოკეანეში დაახლოებით 25.000 კუნძულია, რომელთა უმრავლესობა ეკვატორის სამხრეთით მდებარეობს. ოკეანის ფსკერი დასავლეთით უფრო, ღრმაა ვიდრე აღმოსავლეთით. მისი ყველაზე ღრმა ადგილის – მარიანის ღრმულის სიღრმე 11022 მეტრია.

მთელ წყნარ ოკეანეში გაფანტულია ვულკანური წარმოშობის კუნძულები. ზოგიერთ ასეთ კუნძულს გარშემო მარჯნები შემოეზარდა, რის შემდეგაც კუნძულები ზღვაში გაუჩინარდა, მათ ადგილას კი რკალი – მარჯნის რიფები დარჩა. ოკეანეს გარს ერტყმის აქტური ვულკანების ჯაჭვი, რომელსაც „ცეცხლოვან რკალს“ უწოდებენ. წყნარი ოკეანის რეგიონი ხასიათდება ტროპიკული შტორმებით – ტაიფუნებით, რომელიც ხასიათდება მიქცევა-მოქცევის ტალღებით, რაც ვულკანების ამოფრქვევისა და წყალქვეშა მიწისძვრების შედეგია.

წყნარი ოკეანის ხალხებს საკუთარი მოხმარებისთვის უმთავრესად მოჰყავთ საკვები მცენარეები. თუმცა, ზოგიერთ კუნძულზე აქვთ ისეთი საექსპორტო კულტურებიც, როგორებიიცაა, ქოქოსის კაკალი და ზეთის პალმა. ბევრი პატარა კუნძულისთვის თევზჭერა უცხოური ვალუტის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. მძლავრი თევზსაჭერი საწარმოები მცირეა. ისინი იძულებული არიან კონკურენცია გაუწიონ იაპონიისა და რუსეთის ფედერაციის მსხვილ თევზსაჭერ ფლოტებს. პალმებიანი პლაჟების, მარჯნის რიფებისა და მზიანი კლიმატის წყალობით, წყნარი ოკეანის კუნძულები ტურისტებს ძალიან იზიდავს.

 


 

ნანახია: 592 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar