3:19 PM თუთიყუშები | |
აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები, მე-4 თითი უკანაა მიბრუნებული და ძლიერ მოქნილია. ფრთები გრძელი და წვეტიანია. რიგში 315 სახეობაა. თუთიყუშისნაირებს ყოფენ 2 ოჯახად: თუთიყუშისნაირნი გავრცელებული არიან მეტწილად ტროპიკულ სარტყელში, თუმცა ამერიკაში აღწევენ ჩრდილო განედის 42°-სა და სამხრეთ განედის 54°-ს. თუთიყუშისნაირთა უმეტესობა მეხეურია. ერთეულები (ნესტორი, ციანორამფუსი და სხვა) ცხოვრობენ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზოგიერთ თუთიყუშისნაირს (ახალზელანდიური კაკაპო ანუ ბუსებრი თუთიყუში) დაკარგული აქვს ფრენის უნარი. თუთიყუშისნაირნი მონოგამური ფრინველებია. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროებში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვა. დედალი დებს 2-3 ან 5-8 თეთრ კვერცხს. კრუხობს მეტწილად დედალი. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შიშველი და თვალაუხილავი. თუთიყუშისნაირნი იკვებებიან მცენარეული (ნაყოფი, თესლი, ნექტარი), იშვიათად ცხოველური (მწერები) საკვებით. ახალ ზელანდიაში ნესტორი ხანდახან თავს ესხმის ცხვრებს. ზოგი თუთიყუშისნაირნი (არა, ჟაკო) მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეურნეობას.თუთიყუშისნაირნი ავადდებიან ფსიტაკოზით (ორნითოზით), რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ლამაზი კაშკაშა შეფერილობისა და ხმის მიბაძვის უნარის გამო თუთიყუშისნაირნი ხშირად ჰყავთ გალიებში.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |