ხუთშაბათი, 2024-11-21, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 13 » ვარსკვლავი
12:18 PM
ვარსკვლავი

წყალბადის გარდა, ვარსკვლავი თავისი არსებობის დასაწყისში, სხვა ნივთიერებასაც შეიცავს მცირე ოდენობით. ვარსკვლავის უდიდესი გრავიტაციული ძალა წარმოქმნის საკმარის წნევას იმისათვის, რომ წყალბადის ატომის ბირთვებს შორის დაიწყოს თერმობირთვული გარდაქმნა, ანუ დაიწყოს თერმობირთვული რეაქცია, წყალბადის ბირთვები შეერთდეს და წარმოქმნას ჰელიუმის ბირთვი.
შენიშვნა: მასშტაბების წარმოსადგენად უნდა ითქვას, რომ ეს რეაქცია მიმდინარეობს წყალბადის ბომბის აფეთქების დროს წამის მეათასედის განმავლობაში, თანაც ფეთქდება 3-4 გრამი წყალბადი. ვარსკვლავში ეს რეაქცია მიმდინარეობს მილიარდი წლების განმავლობაში და მხოლოდ გრავიტაცია იკავებს ნივთიერებას ერთ ადგილას.

რეაქციის შედეგად წარმოიქმნება და გრანდიოზული მასშტაბებით გამოსხივდება ენერგია სხვადასხვა ფორმით. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ყველა დიაპაზონში, ასევე გამოსხივდება თითქმის ყველა სახის ელემენტარული ნაწილაკი. ვარსკვლავები სამყაროში მატერიის არსებობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მათი რაოდენობა მარტო ჩვენს გალაქტიკაში 400 მილიარდს აღემატება. ჩვენგან უახლოეს ვარსკვლავს წარმოადგენს „მზე“, ხოლო სხვა უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან 4 სინათლის წლით არის დაშორებული. ჩვენგან ვარსკვლავებამდე არსებული დიდი მანძილის გამო, ისინი დედამიწიდან მოჩანან მანათობელ წერტილებად ღამის ცაზე.

ვარსკვლავები ერთმანეთისაგან მხოლოდ მასით განსხვავდებიან. ამასთან ისინი თავისი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება იმყოფებოდნენ. გარეგნულად, ანუ დამკვირვებლისთვის ეს განსხვავება ნათებაში აისახება. პატარა ვარსკვლავები მოწითალოდ ანათებენ, ძალიან დიდები ცისფრად. მზე საშუალო მასის ვარსკვლავების კატრგორიას განეკუთვნება და მოყვითალო ნათება აქვს.

დედამიწის, სხვა პლანეტების, მზის და სხვა ვარსკვლავთა ზომების შედარება ნაჩვენებია სურათებზე.

 


 

ნანახია: 616 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar