მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.
|
თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. |
მუხა (Quercus) — მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. |
ელექტრული ლოქო (ლათ. Malapterurus electricus) — თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა. |
სოკოები (ლათ. Mycetes ანუ Fungi) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. |
ფარშავანგი (ლათ. Pavo) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. |
კალიები (ლათ. Acridoidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. |
კენგურუ (ინგლ. Kangaroo Island) — ავსტრალიის სიდიდით მესამე კუნძული ტასმანიის და მელვილის შემდეგ. მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთ ავსტრალიის შტატს.
|
მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. |
მთვარე — დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. |